რატომ არის ერთი მაგნიტი საშიში, ხოლო ორი – კრიტიკულად სახიფათო? ექიმების განმარტება, რომელიც ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ბავშვების მიერ მაგნიტების გადაყლაპვის მძიმე შემთხვევებზე. სულ ახლახან, 5 წლამდე ასაკის ბავშვმა 16-მდე მაგნიტი გადაყლაპა და ორი კვირა საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა. გასულ დეკემბერში კი კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც 10 წლის ბავშვის ორგანიზმიდან მაგნიტის გამოსვლას მშობლები რამდენიმე დღის განმავლობაში, შიშითა და შფოთვით ელოდნენ.
რა საფრთხეს შეიცავს მაგნიტი, რატომ არის ის სხვა მეტალებზე საშიში და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი კრიტიკულ სიტუაციაში? ამ თემაზე კლინიკა იაშვილისა და „კურაციოს“ ექიმები საუბრობენ:
როდის ხდება მაგნიტი „მტერი“? – ლევან ხარაშვილის რეკომენდაციები
იაშვილის კლინიკის აბდომინური, ზოგადი და თორაკო ქირურგიის განყოფილების უფროსი, ლევან ხარაშვილი, ინტერვიუში გვიყვება, რომ მაგნიტის გადაყლაპვისას გადამწყვეტია სამი ფაქტორი: ზომა, ენერგია და რაოდენობა. ექიმი ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მაშინ, როცა საქმე რამდენიმე მაგნიტს ეხება.
“მაგნიტი, ისევე როგორც სხვა უცხო სხეული შეიძლება გადაყლაპოს ბავშვმა. თუმცა რომ გითხრათ, რომ შემთხვევები გახშირდა ასე არ არის. ადრეც ყლაპავდნენ, ახლაც ყლაპავენ და სამწუხაროდ კიდევ ჩაყლაპავენ. გარდა ცალკე აღებული მაგნიტებისა, ბევრ სათამაშოსაც აქვს მაგნიტი, მაგალითად ჭადრაკის ფიგურებს, რომელიც მეტალის ქვაზე ეკრობა. განაგრძეთ კითხვა…
