იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი სიონის საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს. წმინდა ცეცხლი შემდეგ ტაძრებში მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, სააღდგომო მსახურებას სიონის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურებთან ერთად, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აღავლენს.
ქართულმა დელეგაციამ წმინდა ცეცხლი დღეს საღამოს “ჯორჯიან ეარვეისის” თვითმფრინავით ჩამოიტანა.
