The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ანგარიში ჩააბარეს სადაზვერვო ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ირანის მთავრობის პოზიციები სუსტდება.
გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ, ანგარიშის მიხედვით, ირანის მთავრობის ძალაუფლება 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა.
სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო ტალღა ჩამცხრალია, მთავრობა რთულ პოზიციაშია. პარალელურად, ამავე ანგარიშის მიხედვით, ირანის იკონომიკა ისტორიულად ცუდ მდგომარეობაში.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ ტრამპს სადაზვერვო ინფორმაციას მთელი მსოფლიოს შესახებ უზიარებენ და პრეზიდენტი ახლოდან ადევნებს თვალს ირანის ვითარებას.
