თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამასთან დაკავშირებით განცხადებას უწყება ავრცელებს.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 25 მარტს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კუწახტაში, ბრალდებული დანით თავს დაესხა პოლიციელს, მისთვის წარსულში ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გამო.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა. რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერის პროკურატურის განცხადებაში.
