ნიკა გვარამია ალეკო ელისაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს. ჩემი აზრით, ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ, იმიტომ რომ ქოცების მიერ მისი ტერორისტად შერაცხვა გვაკომპლექსებს. წისქვილის ქვა დაატრიალეს ალეკოს თავს და ამ ვითარებაში რომ წონასწორობა დაეკარგა, ნამდვილად არაა გასაკვირი. რეჟიმის მსხვერპლია ეს კაცი და იმსახურებს მხარდაჭერას ისიც და მისი ოჯახიც!
ალეკო, შენ გვერდით ვარ! არ იფიქრო, რომ არ მახსოვხარ და არ გგულშემატკივრობ! მალე თავისუფლებაზე!” – წერს გვარამია.
ცნობისთვის, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
