გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე – მკვკელობაში ბრალდებულებს, დავით დეკანოსიძესა და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.
დღევანდელ პროცესს არ დასწრებია ბრალდებული თორნიკე კაჭარავა, რომელიც სხვა საქმეზე უკვე იხდის სასჯელს პენიტენციურში, დავით დეკანოსიძე კი მიმალვაშია.
პროკურატურამ 11 წლის წინ მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა – როგორც საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარედგინებათ დავით დეკანოსიძესა და თორნიკე კაჭარავას.
გამოძებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ გიორგი კვარაცხელიას ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო 21 წლის ბიჭზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს.
საქმის მასალების მიხედვით, 2015 წელს ორივე დეკანოსიძე და კაჭარავა უკანონოდ შეძენილი იარაღებით გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე მივიდნენ და მაშინ როცა გიორგი კვარაცხელია ქუჩაში იმყოფებოდა, მის მიმართ მრავლობითი გასროლა განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ 11 წლის წინ მომხდარი მკვლელობის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ორი თვსი წინ “შაბათის ეთერმა” მოამზადა. ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილის მოკლული 21 წლის გიორგი კვარაცხელიას დედამ, ინგა კვარაცხელიამ უამბო, როგორ უყურა შვილის მკვლელობას სამზარეულოდან. დედა ამბობდა, რომ ამოიცნო შეიარაღებული თავდამსხმელები, რომელბმაც ახალგაზრდას ორი სხვადასხვა იარაღიდან 17-ჯერ ესროლეს და დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ.
