საავტომობილო გზების დეპარტმანტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
გზების დეპარტამენტის ინფორმაცით:
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ30-კმ60 (ბაკურიანი-ღადოლარი) მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ89 (საირმე-აბასთუმანი) მონაკვეთზე და წყალთაშუა-ზეკარის საავტომობილო გზის კმ11-კმ27 მონაკვეთზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
