უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
“უკრაინა სრულიად სამართლიანად პასუხობს რუსეთს ჩვენს ქვეყანაზე განხორციელებულ დარტყმებსა და ომის გაჭიანურებაზე. დღეს ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა სანქციებმა [დარტყმა] მიაღწია სარატოვის რეგიონს, თათრეთსა და ბაშკირეთს, რომელთა მანძილი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 800, 1 400 და 1 500 კილომეტრია. ასევე – ვორონეჟის რეგიონს, რაც ჩვენი საზღვრიდან დაახლოებით 300 კილომეტრია.
მადლობა სიზუსტისთვის უპილოტო სისტემების ძალების, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ჩვენი დაზვერვის მეომრებს.
დარტყმა განხორციელდა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. სპეციალური ოპერაციების ძალების მეომრებმა დააზიანეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თათრეთში. რუსები უნდა გრძნობდნენ, რომ მათმა სახელმწიფომ ეს ომი წამოიწყო. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება უკრაინის დაცვაში!” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
