“მეც არ მიყვარდა მამაჩემის სიხისტე და ყოველთვის ვეუბნებოდი, შეგიძლია სხვანაირად მიაწოდო ხალხს სათქმელი ისე, რომ ნეგატივი არ გამოიწვიო-მეთქი. მე და მამა მუდმივად ძალიან ბევრს ვკამათობდით”, – ამის შესახებ პოლიტიკოსის, საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატის კობა დავითაშვილის ვაჟმა, თორნიკე დავითაშვილმა გოგი გვახარიას პროექტში “შვილი” ისაუბა, რომლის ინტერვიუ “რადიო თავისუფლების” გვერდზე გამოქვეყნდა.
ამასთან, თორნიკე დავითაშვილი იხსენებს, რომ 2007 წელს მიღებული ფიზიკური ტრავმების შემდეგ მამა ღრა დეპრესიას მიეცა.
ამასთან, მისივე თქმით, კობა დავითაშვილი სამართლიანობისთვის იბრძოდა და მისი ქმედებები კანონის ჩარჩოს არასდროს გასცდენია.
“მამაჩემმა 2007 წელს იმხელა ტრავმები მიიღო, რომ იქიდან დაეწყო ძალიან დიდი დეპრესია. კვირების განმავლობაში ოთახში შეკეტილი იყო და ჩვენთან არ უსაბრია.
2003 წლის შემდეგ ჩვენთან (შვილებთან) კონტაქტი მამაჩემს ძალიან შეზღუდული ჰქონდა, განსაკუთრებით, 2005-2007 წლის შემდეგ, იქამდე ხშირად კინოში, მთაწმინდის პარკში დავყავდით, უკვე მერე ისეთი კონტაქტი ბავშვებთან აღარ ჰქონია. იმ მომენტში მამა სხვა რაღაცისთვის იბრძოდა. მამას არასდროს არ უნდოდა შურისძიება. მამაჩემის ბიოგრაფიას რომ გადახედოთ, კანონის ჩარჩოს არასდროს გასცდენია. რაც კანონის ფარგლებშია, იმას მე შურისძიებას ვერ დავარქმევდი, უბრალოდ სამართლიანობისთვის იბრძოდა”, – ამბობს თორნიკე დავითაშვილი გოგი გვახარიასთან ინტერვიუში.
https://mix.metronome.ge/25541-2/