Thursday, July 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პრესის ფურცლებიდან

“დიახ, სასაფლაოების ამზომველად ვმუშაობდი… რო­ბერტ სტუ­რუა და კახა კა­ლა­ძე არა­ფერ შუ­ა­ში არი­ან… – რით არ მო­ბეზ­რდათ ჩემი ბუ­ლინ­გი?!” – ზანგური

January 31, 2022
“დიახ, სასაფლაოების ამზომველად ვმუშაობდი… რო­ბერტ სტუ­რუა და კახა კა­ლა­ძე არა­ფერ შუ­ა­ში არი­ან… –  რით არ მო­ბეზ­რდათ ჩემი ბუ­ლინ­გი?!” – ზანგური

მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი Ambebi.ge -სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ იმ სამ­სა­ხუ­რე­ბის პოვ­ნა­ში, სა­დაც და­მა­ტე­ბით უმუ­შა­ვია, რო­ბერტ სტუ­რუა არასდროს ჩარეულა და დასძენს, რომ რეჟისორს არ უყ­ვარს, როდესაც მსა­ხი­ო­ბე­ბი და­მა­ტე­ბით სხვა­გა­ნაც მუ­შა­ო­ბენ. როგორც ზანგური Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ამბობს, “მას­ზე ბუ­ლინ­გი შვი­ლებ­სა და ოჯახ­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს.”

“რო­ბერტ სტუ­რუა და კახა კა­ლა­ძე არა­ფერ შუ­ა­ში არ არი­ან. ვი­ნა­ი­დან, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მამა ვარ, ჩემ­თვის თა­ვი­სუ­ფალ დროს სა­დაც ვნა­ხუ­ლობ ვა­კან­სი­ას, ყველ­გან ვცდი­ლობ, მი­ვი­დე და დრო­ე­ბით ვი­მუ­შა­ვო. 2012 წელს ასე “დელ­ტა­შიც“ ვმუ­შა­ობ­დი, შემ­დეგ ან­სამ­ბლიც ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბა­ზა­ზე. ძა­ლი­ან ბევრ ად­გი­ლას მი­მუ­შა­ვია და სა­ერ­თოდ, შრო­მა არ მე­თა­კი­ლე­ბა. რით არ მო­ბეზ­რდათ ჩემი ბუ­ლინ­გი?! ამ ყვე­ლა­ფერს ბავ­შვე­ბი ხე­და­ვენ და ერ­თა­დერ­თი, რაც ჩემ­ზე მოქ­მე­დებს, ეს არის”, – ამბობს ზანგური “Ambebi.ge” – სთან ინტერვიუში.

ამასთან, მსახიობი ადასტურებს, რომ სა­საფ­ლა­ო­ე­ბის ამ­ზომ­ვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე ნამდვილად მუშაობდა.

“ვა­კან­სია ვნა­ხე და დავ­რე­კე, მი­თხრეს, რომ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მივ­სუ­ლი­ყა­ვი. გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­დნენ და და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, საკ­მა­ოდ და­ბალ ხელ­ფას­ზე, მაგ­რამ სხვა გზა არ მქონ­და, ვმუ­შა­ობ­დი, როცა გა­მო­მი­ძა­ხებ­დნენ ხოლ­მე. ვა­კე­თებ­დი იმას, რაც მე­ვა­ლე­ბო­და. რო­გორც გი­თხა­რით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიც ვმუ­შა­ობ­დი, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წას­ვლის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი დაშ­ლი­ლი იყო და ამ ყვე­ლა­ფერს და­წყო­ბა და და­ლა­გე­ბა უნ­დო­და. მა­შინ რამ­დე­ნი­მე ტან­კი “გა­რა­ჟებ­შიც” კი იპოვ­ნეს.

შემ­დეგ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ან­სამ­ბლი “თა­რი­კო­ნი“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბა­ზა­ზე, სა­დაც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შვი­ლებს უფა­სოდ ვას­წავ­ლი­დით მხატ­ვრულ კი­თხვას, ცეკ­ვას. ამ ბავ­შვებ­მა ბა­თუმ­ში ფეს­ტი­ვალ­ზე გრან-პრიც კი აი­ღეს. ჩემი საქ­მე რომ მორ­ჩა, აქე­და­ნაც წა­მო­ვე­დი. ბავ­შვე­ბიც მო­მიმ­ზა­დე­ბია მე­ტყვე­ლე­ბა­ში, არ მე­თა­კი­ლე­ბა არა­ნა­ი­რი სა­მუ­შაო.

რო­დე­საც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ რო­ლებ­ზე, მა­შინ არ­სად არ ვმუ­შა­ობ. ორი წე­ლია პან­დე­მი­აა და რა­ტომ უნდა ვმჯდა­რი­ყა­ვი სახ­ლში და ფული სხვის­თვის გა­მო­მერ­თმია?!”, – ამბობს ზანგური “Ambebi.ge” – სთან საუბრისას.

მან დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცუდად არის. მისი თქმით, დედას სიარული არ შეუძლია. მსახიობი დასძენს, რომ ქირით ცხოვრობს.

წყარო:- ambebi.ge

ავტორი: – ნინო გიგიშვილი

https://mix.metronome.ge/25531-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრიუსელში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას განიხილავენ”- “ფორმულა”
  • ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • ესპანეთის სასამართლომ კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge