პრემიერ-მინისტრის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილისთვის ბაკურიანში იჯარის წესით ტყის გადაცემის საკითხს, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგნაირად ეხმაურება:
“ტყე შეუნახე შვილებსა, დედა ხარ შენი ვალია”.
ი. ღარიბაშვილი – ეს რუსთაველსაც გაუსწრებს მალე, “ლეკვი ლომისა სწორია” – ს პონტში. თქვენ კიდევ ატეხეთ ერთი ამბავი – ცოლს ტყე აჩუქაო”, – წერს ოქრუაშვილი “ფეისბუქი”- ს პირად გვერდზე.
ცნობისთვის, პრემიერის ცოლისთვის ბაკურიანში ტყის ფართობის 49 წლით სარგებლობაში გადაცემის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. საუბარია 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ტყის მასივზე.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ, ტყის ფართობით სარგებლობის უფლება ელექტრონული აუქციონით მოიპოვა. სააგენტოს ცნობით, ტყით სპეციალური სარგებლობა საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული, თუ სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით 49 წლის ვადით სხვადასხვა ვალდებულებების გათვალისწინებით გამოცხადდა. ეს ვალდებულებები ახლა ნუნუ თამაზაშვილს აკისრია. როგორც სააგენტო ირწმუნება, აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობა ყველა იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირს შეეძლო.
