Saturday, January 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გილოცავთ ამ გამარჯვებას” – ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე Netflix-ის შუამდგომლობა უარყოფილია

January 28, 2022
“გილოცავთ ამ გამარჯვებას” – ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე Netflix-ის შუამდგომლობა უარყოფილია

„ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე კალიფორნიის შტატის სასამართლოს პირველი შუალედური გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია Netflix-ის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნონა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანია BLB ავრცელებს.

„იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში.

მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია, გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით.

გილოცავთ ამ გამარჯვებას“, – აღნიშნულია იურიდიული კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმის მოსამართლე ვირჯინია . ფილიპსმა შუალედური გადაწყვეტილება მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე მიიღო.

ნონა გაფრინდაშვილმა „Netflix“ გასული წლის სექტემბერში უჩივლა. საქმე ეხება „Netflix“ მინისერიალ „​ლაზიერის გამბიტს“. როგორც სარჩელშია აღნიშნული, სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ქართველ ლეგენდარულ მოჭადრაკის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, „ნეტფლიქსის“​ სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ამბობენ, რომ გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეა. სარჩელის თანახმად, „ლაზიერის გამბიტში“ აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ მამაკაც მოჭადრაკესთან.

სარჩელში აღნიშნულია, რომ „ნეტფლიქსმა“ განზრახ იცრუა, რათა ეპიზოდისთვის დრამატულობა შეემატებინა, რომ სერიალის გმირმა მიაღწია იმას, რაც არც ერთ ქალს, და მათ შორის ნონა გაფრინდაშვილს არ გაუკეთებია. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ „ნეტფლიქსმა“ დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას. ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები „ნეტფლიქსისგან“ ზარალის ასანაზღაურებლად სულ მცირე ხუთ მილიონ დოლარს და სადავო სცენის შესწორებას ითხოვენ.

ამასთან, „ბი ბი სი”- ს ცნობით, „ნეტფლიქსში“ აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ თავს დაიცავენ სასამართლოში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი მიწისძვრა მეხიკოში – არის მსხვერპლი
  • რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვიზიტორებისთვის რამდენიმე ტურისტული ობიექტი დროებით დაიკეტა
  • ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა იმართება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge