ერთი წლის განმავლობაში რუსულმა “ოცნებამ” მოიპარა არჩევნები ვერ მოიპოვა ლეგიტიმაცია” – ამის შესახებ “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარიას ციხიდან გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი.
“1 წლის განმავლობაში რუსულმა “ოცნებამ”:
მოიპარა არჩევნები – ვერ მოიპოვა ლეგიტიმაცია!
იძალადა ხალხზე – მიიღო უწყვეტი პროტესტი!
ელოდა პროტესტის შეწყვეტას(ახალ წელს, აღდგომას, აგვისტოში) – ვერ ეღირსა!
აკრძალა პროტესტი – ვერ გააჩერა!
უარი თქვა ევროპაზე – ევროპა დგას ქართველი ხალხის გვერდით!
დაიჭირა სინდისის პატიმრები – ვერ დააშინა!
დაიჭირა პოლიტიკოსები – ვერ გატეხა!
დაიჭირა მზია – მოხვდა სილა!
დახარჯა მილიონები – ვერ მიიღო საერთაშორისო აღიარება!
აირჩია პრეზიდენტი – პრეზიდენტი მაინც სალომეა!
გამწარდნენ და დაერივნენ ერთმანეთს!
თვითკრიტიკა აუცილებელია, მაგრამ, გთხოვთ, დიდი სურათი სულ გვახსოვდეს.
ბოლომდე!
რუსთავის ქალთა ციხე
27/10/2025” – წერს ელენე ხოშტარია
