ნინო წილოსანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აქციის მონაწილეებზე თქვა, რომ ისინი წლების განმავლობაში ექსტრემიზმისთვის ფინანსდებოდნენ.
“ვუყურებთ აქციას, რომელიც არის მილევად რეჟიმში. ის ადამიანები, რომლებიც გამკაცრებული კანონის მიუხედავად რუსთაველზე მაინც გამოდიან, არიან ისინი, ვინც წლების განმავლობაში ექსტრემიზმისთვის ფინანსდებოდნენ. ამიტომ, როგორც ჩანს, მათ ახლაც გარკვეული დაფინანსება აქვთ დაგროვებული და მისაღები. მათ ვითომ თავგანწირვას შეიძლება ვუწოდოთ დაფინანსებისა და ხელფასისთვის გაღებული თავგანწირვა” – ამბობს ” ქართული ოცნების” წევრი, ნინო წილოსანი.
