Thursday, November 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

October 27, 2025
სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაცია – თითქოს სამსახური ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულს შესაბამისი კვებით, რაც ცალსახად არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ცილისწამებას” – სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლითაც გიორგი ჩიკვაიძეს დედის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, რომლითაც აცხადებს, რომ იორგიმ და მისმა მესაკნეებმა შიმშილობა დაიწყეს საკვების მიუწოდებლობის გამო.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით ეს არის სრული სიცრუე და მოუწოდებს ყველას, მათ შორის მსჯავრდებულებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, რომ თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისაგან.

„სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სურს, უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება და გამოეხმაუროს მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის დედის, ეკატერინე წერეთლის მიერ გავრცელებულ მორიგ პროვოკაციულ განცხადებას, თითქოს მსჯავრდებულმა გ. ჩიკვაიძემ და მისმა თანამესაკნეებმა შიმშილობა დაიწყეს საკვების მიუწოდებლობის გამო.

საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძეს და მის თანამესაკნეებს 2025 წლის 25 და 26 ოქტომბერს საუზმის სახით შესთავაზეს „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად დადგენილი ულუფა, რაზეც უარი განაცხადეს და საკანში დაიტოვეს მხოლოდ პური; შემდგომ სადილისა და ვახშმის მიღებაზეც განაცხადეს უარი იმ მიზეზით, რომ არ სურდათ. ასევე, 2025 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით, 13:22 საათზე, მსჯავრდებულებს შესთავაზეს სადილი, რა დროსაც მსჯავრდებულმა გ. ჩიკვაიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხულ საკვების დარიგებაზე უფლებამოსილ მსჯავრდებულს, რომელიც გადაადგილდებოდა დაწესებულების მორიგე თანამშრომელთან ერთად. მსჯავრდებული გ. ჩიკვაიძე, ასევე, არ დაემორჩილა მორიგე თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტის შესახებ და იგი კვლავ აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხული მსჯავრდებულის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა სრულფასოვან კვებას, თუმცა, მსჯავრდებული გ. ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაცია – თითქოს სამსახური ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულს შესაბამისი კვებით, რაც ცალსახად არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ცილისწამებას.

ასევე, განვმარტავთ, რომ პენიტენციური სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეაგირებს მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფაქტზე.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, მსჯავრდებულებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.“- ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს განცხადებას ავრცელებს
  • ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge