“ფორმულას” ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ქეთა ციცქიშვილმა 5 დღიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დატოვა. მან მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
“ეს 5 დღე მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ როგორ შეიძლება ბრძოლა სხვანაირად გავაგრძელო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სისხლის სამართლის წესით არიან დაკავებული და უკანონოდ სხედან ციხეში 1 წელია და კიდევ ემატებიან ადამიანები. აქ ყოფნა არაფერს არ ნიშნავდა მართლა. ირონიულია, მაგრამ მადლობა რეჟიმს, რომ ის ძაან ძლიერი ქალები გამაცნო, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში. ყოველი დღე თენდებოდა იმით, ნეტა რუსთაველი თუ გადაიკეტა…აქ არიან ჯობავა, სუჭი, საბა ჯაფარიძე…ჩემი საკანი ისეთ ადგილას იყო სასეირნო ადგილს ხედავდი და იქიდან ვხედავდით ხოლმე ბიჭებს. ყველა ძაან კარგადაა, ჯობავამ გეგმა შეუდგინა როგორ უნდა ივარჯიშონ და 1 საათი დარბიან ხოლმე”, – ქეთა ციცქიშვილი.
