4 ოქტომბირს აქციის გაშუქებისას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით “ტვ იმედი” აქტივისტებს უჩივის. საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე დაბარებულები არიან მარიამ ოთინაშვილს და თამუნა კირთავა. ამასთან დაკავშირებით მარიამ ოთინაშვილი “ტვ პირველთან” კომენტარს აკეთებს.
“დღეს დამიბარეს პროკურატურიდან, მითხრეს, რომ ვარ დაბარებული გამოკითხვაზე, 15:00 საათზე დამიბარეს, სამ საათზე რადგან ვერ ვახერხებდი, მინდოდა, რომ მაგისტრ მოსამართლესთან დავკითხულიყავი, მაგრამ გამითიშა და შემდეგ მითხრა, რომ 7 საათზე დაგიბარებთ მაშინო და კარგით 7 საატზე მოვალ, არ არის პრობლემათქო.
მე ახლა ვიმყოფები სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, არსად წასვლას არ ვაპირებ. ბრალი მაქვს წარდგენილი 4 ოქტომბრის თემაზე, ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას მედავებიან, როგორც თვითონ პროკურორმა ირაკლიმ მითხრა.
არ ვიცი, საერთოდ არ ვიცი რას მედავებიან, მართლა ვერ ვხვდები, მაინტერესებს უბრალოდ რა იქნება. ვიცი, რომ ბრალი უნდა წარმიდგინონ, არსად დამალვას და გაქცევას არ ვაპირებ,” – ამბობს მარიამ ოთინაშვილი.
