შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ხ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, კერძოდ: 4 ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, ავტომატი, მაყუჩი, 82 ვაზნა, 6 მჭიდი და 200 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება “ტროტილი”
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
