ამჟამად ლევან იოსელიანის ყოველთვიური ანაზღაურება 13 140 ლარია, მომავალ წელს კი 1260 ლარით გაეზრდება, – ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
სახალხო დამცველის კანონის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს ეძლევა თანამდებობრივი სარგო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
2025 წლიდან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები ყოველწლიურად ხელახლა განისაზღვრება და გამოითვლება ორი ფაქტორით: საბაზისო ხელფასისა და პარლამენტის მიერ დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლით. საბაზისო ხელფასი კი ყოველ წელს თავიდან დგინდება და ბიუჯეტში აისახება.
მომავალ წელს საბაზისო ხელფასი 1600 იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი საბაზო ხელფასის კოეფიციენტ 9-ზე ნამრავლით გამოითვლება, შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და სახალხო დამცველის ხელფასი 2026 წელს 14 400 ლარი იქნება.
