ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხვალ, 23 ოქტომბერს, მთაწმინდის რაიონში, გალის ქუჩა N14-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყალმომარაგება შეუწყება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, სამუშაოებს ხვალ, 23 ოქტომბერს დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 23 ოქტომბერს დღის 12:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში: გალის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის, ლარსისა და ჟვანიას ქუჩებს. გოგებაშვილის, რჩეულიშვილის და ჯაფარიძის ქუჩებს ჩიხებით და შესახვევებით.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
