Wednesday, November 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სანამ ეს ხელისუფლება იქნება, იქ ფულს არავინ ჩადებს” – რას წერს რომან გოცირიძე?

October 22, 2025
“ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ცნობილი წევრის შვილი კალაძის საარჩევნო შტაბში აღმოჩნდა” – რას წერს რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ყულევში შემოტანილ რუსულ ნავთობზე საუბრობზე. მისი თქმით გასარკვევია, ვინ და რა მიზნით მიიღო რუსული ნავთობი, რომლის ფასიც ბაზარზე უკვე საკმაოდ დავარდნილია, რადგან ქარხანა, რომელშიც რუსული ნავთობი იქნა აღმოჩენილი მშენებარეა.

“ეს პორტი არის აზერბაიჯანული კომპანიის “სოკარის” საკუთრება. იქ განთავსებული ტერმინალები, სადაც შეიძლება ნავთობი იქნას შენახული, ეკუთვნის “სოკარს”. ყულევში არის მშენებარ, პატარა ზომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც “პირველ ფაზად” მოიხსენიებენ. იქნება თუ არა შემდგომი ფაზები და მართლა 700 მილიონი დოლარის ინვესტიციების მოზიდვა შეუძლია ყოფილ მოდელს, მაკა ასათიანს, არავინ იცის. ახლა მხოლოდ 50 მილიონ დოლარზეა საუბარი, რომლის მცირე ნაწილი დადო მთავრობის ფონდმა, დანარჩენი ქართულმა ბანკებმა. უცხოელები აქ არიან, “სოკარიც” კი არაა, მაშინ, რიცა მას ინტერესი უნდა გააჩნდეს. საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, სანამ ეს ხელისუფლება იქნება, იქ ფულს არავინ ჩადებს.
ქარხანა არის მშენებარე. რომელსაც ექნება თავისი რეზერვუარები. ვინ მიიღო რუსული ტვირთი და რა მიზნით, ეს არის გასარკვევი.
სანქცირებული კომპანიის ნავთობს და სანქცირებული გემით მის შემოტანას არ გაბედავდნენ. ამას “სოკარი” არ დაუშვებდა, რადგან მცირე მასშტაბიდან გამომდინარე საეგებელი მინიმალური იქნებოდა, ზიანი ძალიან დიდი.
იმ ტერიტოტიაზე ქარხანა იმიტომ შენდება, რომ იქ აზერბაიჯანული ნავთობია. თუ მათ რუსული ნავთობი შეიძინეს, მხოლოდ ფასის გამო. სანქციების შედეგად რუსულ ნავთობზე დაწესებულია ზედა ჭერი, რითაც ბევრი ქვეყანა სარგებლობს, პირველ რიგში ინდოეთი და ჩინეთი.
ყულევში შემოტანილ ნავთობთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტი არსებობს : ან ქარხანა აპირებს მუშაობის დაწყებას და იყიდეს რუსული ნავთობი წინმსწრებად იაფად(ბოლო პერიოდში ისედაც დაეცა ფასი რუსულ ნავთობზე ბაზარზე), ან “სოკარმა” იყიდა ასევე იაფად და გაყიდის ძვირად, როგორც აზერბაიჯანულს. ეს უკვე სკანდალია და არა მგონია უღირდეს. არსებობს მესამე ვარიანტიც-ქარხანას შეუძლია იყიდოს და გადაყიდოს. არა მგონია აწყობდეს ამით დაწყება თავისი საქმიანობის.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, მას სანქციებსარმიერთებული ქვეყნები ყიდულობენ. ინდოეთი ყველაზე დიდი შემსყიდველია. ევროკავშირში უნგრეთი და სლოვაკეთი ყიდულობს. ინდოეთი გადამუშავების პროდუქტს ანუ ბენზინს და დიზელს ყიდის ევროპაშიც. ეს საქონელო სანქცირებული არ არის. ტრამპი ინდოეთს და ჩინეთს ემუქრება მაღალი ბაჟით, თუ არ შეწყვეტენ რუსული ნავთობის შეძენას.
საქართველოს პორტები შეიძლება გამოყენებული იქნას სანქციების გვერდის ასავლელად, ისე რომ ეს არ ჩაითვალოს დარღვევად, როგორც ამას ინდოეთი სჩადის. აქ უკვე რეპუტაციულ და პოლიტიკურ ზიანთან გვაქვს საქმე. თუ ყულევში შემოტანილი ტვირთი აღმოჩნდება ევროპის პორტებში ან “სოკარის” მიერ საკუთარ ნავთობად გატანილი, მაშინ ეს სანქციების პირდაპირი დარღვევაა, რადგან ევროკავშირში გემით რუსული ნავთობის შეტანა აკრძალულია ( მილსადენით, როგორც გამონაკლისი, შეიძლება უნგრეთში და სლოვაკეთში შეტანა).
“როიტერის” ინფორმაციამ იმიტომ გამოიწვია აჟიოტაჟი, რომ იქ იყო ნახსენები ქარხანა, რომელიც არ ჯერაც არ ფუნქციონირებს. მის ინფორმაციაში არ იყო ნათქვამი, რომ სანქცირებული ნავთობი შემოვიდა. აქ ტვირთი პირდაპირ სანქცირებულად მოინათლა. “როიტერის” მასალაში უფრო პოლიტიკური ქვეტექსტები იკითხება, თუ როგორ მოძებნა რუსეთმა ოკუპირებულ “მეგობარ” ქვეყანაში დამატებითი არხები. ამ კონტექსტში უნდა იქნას განხილული ანაკლიის პორტის საკითხიც, როდესაც უკრაინაში ომამდე რუსეთი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო მისი აშენების, ომისა და სანქციების დაწესების შემდეგ კი დათანხმდა იმ პირობით, თუ მას ჩინელები ააშენებენ. ამაში იგი ახალ შესაძლებლობლებს ხედავს.
ზოგადად, აჟიოტაჟის შექმნა ოპოფლანგზე, რომელიც რამდენიმე საათში ჩაცხრება, ისევ ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს”, – წერს რომან გოცირიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საშიშია თუ არა “შეღებილი” კალმახი ჯანმრთელობისთვის – რას ამბობენ ექსპერტები?
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge