Tuesday, October 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სიმართლის მთქმელი მღვდლები დღეს იდევნებიან არა იმიტომ, რომ შეცდნენ, არამედ იმიტომ, რომ სინდისი არ გაყიდეს” – არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა

October 21, 2025
“სიმართლის მთქმელი მღვდლები დღეს იდევნებიან არა იმიტომ, რომ შეცდნენ, არამედ იმიტომ, რომ სინდისი არ გაყიდეს” – არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა

არქიმანდრიტი ილია ჯონჯოლავა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ეკლესია პირველ  რიგში სინდისია და მისი პირდაპირი მოვალეობაა სიმართლის მხარეს დადგეს და მხარდაჭერის მაგივრად არ უნდა იდევნებოდნენ ღირსეული სასულიერო პირები.

“ეკლესია არ არის მხოლოდ ტაძარი, იერარქია, სამოსი და რიტუალი. ეკლესია პირველ რიგში სინდისია, რომელიც უნდა იდგეს სიმართლის მხარეს მაშინ, როცა მთელი სამყარო დუმს. დუმილი, როდესაც ამდენი უსამართლობა ხდება, უკვე თანამონაწილეობაა ბოროტების საქმეში.
სამწუხაროა, როცა მოძღვრად დადგენილნი და მოძღვართ მოძღვარნი ისმენენ მხოლოდ ამა სოფლის ძლიერთა ხმას, მაგრამ ვერ ამჩნევენ ტკივილს, რომელიც ხალხის გულში ჩუმად ტირის.
ჭეშმარიტი მღვდლობა არ არის კომფორტის ტახტი, არამედ ჯვარი, და ვინც ამ ჯვარს თავს არიდებს, ის თავად ტოვებს ქრისტეს გზას. სიმართლის მთქმელი მღვდლები კი დღეს იდევნებიან არა იმიტომ, რომ შეცდნენ, არამედ იმიტომ, რომ სინდისი არ გაყიდეს.
სისუსტე ვერ გადაფარავს შიშს, ხოლო დუმილი ვერ გადაარჩენს ეკლესიას. ვინც დუმილს ამართლებს, იმას ავიწყდება, რომ დუმილმა შესაძლებელია გადააქციოს ეკლესია ინსტიტუციად, რომელიც მხოლოდ ფორმით არის ცოცხალი, მაგრამ სულიერად მკვდარია.
ღმერთი კი მუდამ იმათთან დგას, ვინც არ ღალატობს სინდისს, ვინც ხმას იღებს და ამბობს სიმართლეს მაშინაც კი, როცა ეს ხმა მარტოა, უმცირესობაშია.
და იქნებ სწორედ ეს მცირერიცხოვანი სინდისიერი სული, ეს „დამცირებული ჭეშმარიტება“, გახდეს ნიშანი იმისა, რომ ქრისტეს სინათლე ჯერ არ ჩამქრალა ჩვენს მიწაზე”, – წერს არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა სოციალურ ქსელში.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორ შეიძლება ქვეყნისთვის უკეთესი იყოს ასეთი ადამიანის ციხეში ყოფნა?!- საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილის დაკავებაზე
  • რეჟისორი გიორგი თავართქილაძე პოლიციაში მივიდა და თქვა, რომ გზა გადაკეტა
  • გავრცელებული ინფორმაციით, იმედა კლდიაშვილი დააკავეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge