ზუგდიდის მე-14 საბავშვო ბაღში აღმზრდელმა 3 წლამდე ბავშვს სცემა, – ინფორმაციას და შემთხვევის ამსახველ ვიდეომასალას Cnews ავრცელებს.
კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამს აღმზრდელი მცირეწლოვან ბავშვს.
შემთხვევა პარასკევს, 17 ოქტომბერს მოხდა.
არსებული ცნობებით, აღმზრდელი საბავშვო ბაღიდან უკვე გათავისუფლებულია.