Wednesday, September 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქაჯური საგიჟეთი რომ არის მოწყობილი შუა ვერაზე, ერთი რამის მაჩვენებელია”- ზურაბ ჯაფარიძე

September 9, 2025
ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან მიმართვას ავრცელებს

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გუშინ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას საპატიმრო დაწესებულებიდან ეხმაურება.

მისი თქმთ, კალაძე და ზოგადად, “ოცნება” შეშინებულნი არიან და მხოლოდ ფიზიკურ ძალას ეყრდნობიან.

იგი მოსახლეობას მოუწოდებს, გამოვიდნენ ქუჩაში და გააგრძელონ მშვიდობიანი პროსტესტი.

“გუშინდელ ამბავზე მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა,

მელიქიშვილზე კალაძის ე.წ შტაბი და გუშინ მშვიდობიან დემონსტრანტებზე მოწყობილი ჩასაფრება არის რამდენიმე რამის ინდიკატორი:

1. ჯგუფურად გადატრიალებული, ქაჯური საგიჟეთი რომ არის მოწყობილი შუა ვერაზე, არის ერთი რამის მაჩვენებელია, რომ მაგ ხალხს თბილისში, ქუჩაში აღარ გამოესვლებათ, დადიან შეზღუდულ რაოდენობის ადგილებში და იქაც 20 კაციანი დაცვებით,

2. ის მოძალადეები, რომლებიც გუშინ ვინც ურტყამდა ამ ახალგაზრდებს, ეგენიც არ არიან ვერელები, ერთი ორის გარდა ყველა არის საიდანღაც მოყვანილი მელიქიშვილზე, ანუ ვერაზე ვერ იპოვეს 50 კუნთმაგარი ადამიანი, რომელიც ნიღბის გარეშე იმას იკადრებდა, რაც იმ ხალხმა იკადრა და რასაც ზოგადად, ეს “ქართული სირცხვილი” ოცნებას რომ ეძახიან საკუთარ თავს, კადრულობს უკვე წლებია,

ანუ რა უნდა მელიქიშვილზე გენო პეტრიაშვილს?

3. ის, რომ მათ სჭირდებათ ძალადობა და შემდეგ მთელი პროკაგანდისტული მედიის მიყრა იმ ხალხის გასაშავებლად, რომლებიც ამ მსვლელობებს აწყობს 10 თვეა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის, არცერთ დღეს, აჩვენებს რომ ისინი არიან შეშინებულები, და ერთადერთი რაც დარჩათ არის ხისტი, ფიზიკური ძალა, ეს ჩანს იქიდანაც, რომ დღეს დილიდან საკუთარ პიარულ ამბებზეც კალაძე იგივე ტიტუშკებით მოძრაობდა, იმიტომ, რომ ეშინია, ვინმე არ მიუვარდეს და არ არის დარწმუნებული, რომ მდინარაძის პოლიცია დაიცავს.

4. პოლიციას რაც შეეხება, როგორი დაპირისპირებაც არ უნდა ჰქონდეთ შიგნით, და აშკარაა რომ აქვთ რაღაც დაპირისპირება, უკვე დიდი ხანია უნდა გვესმოდეს, რომ პოლიცია არ გვყავს, ეს არის ჩვეულებრივი რუსული ტიპის როს გვარდია, როგორიც ჰყავს პუტინს, რომელიც არის – მხარე, რომელიც არ იცავს წესრიგს, არც სამართლიანობას, არ იცავს არც მოქალაქის უსაფრთხოებას, ისინი ყველგან და ყოველთვის იცავენ მარტო რეჟიმს, პირველ რიგში რეჟიმის პატრონს, შემდეგ რეჟიმის საყრდენებს და მათ შორის რეჟიმის ტიტუშკებსაც, იმიტომ, რომ ტიტუშკებიც ამ რეჟიმის საყრდენია,

ამის გააზრებით უნდა გავდიოდეთ ქუჩაში და ნებისმიერ პროტესტში

და ბოლოს, რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი – ყველანი ქუჩაში!

არა საჩხუბრად, არა დაპირისპირებისთვის, არა შურისძიებისთვის, არა.

მხოლოდ მშვიდობიანად, წყნარად, თავდაჯერებულად, ამ ბრძოლას იგებს არა ის, ვისაც მეტი კუნთი ჰყავს, ეს მათ ჰგონიათ, რომ ასეა,

არამედ იგებს ის, ვინც არ ნებდება, არ ჩერდება და ყოველი თუნდაც წაქცევის შემდეგ დგება და აგრძელებს ბრძოლას! ქუჩაში უნდა ვიყოთ ყველა! ყველა უნდა გამოვიდეთ. ეს არის ყველას პასუხისმგბელობა. გარდა იმ ხალხისა, ვინც დღესაც, გუშინდელი ამბის, საღამოს შემდეგ აგრძელებს თბილისის კანალიზაციის პრობლემებზე საუბარს, მაგ ხალხს არაფერი ეშველება, მინიმუმ 5 ოქტომბრამდე, 5 ოქტომბრის მერეც კაცმა არ იცის, აღარც მაგაში ვარ დარწმუნებული,

თუ ჩვენ ვართ ცოტა, ისინი თამამდებიან და ხდებიან აგრესიულები, როცა ვართ ცოტა, ვართ სუსტები და სისუსტე, როგორც ერთი ძალიან ჭკვიანი კაცი ამბობდა, არის მაპროვოცირებელი ამორალური ნაბიჭვრებისთვის, მაშინ უჩნდებათ იმათ სურვილი რომ იძალადონ, თუ ჩვენ ვართ ბევრნი, ისინი ი%ვამენ რეალურად, ეშინიათ და იმალებიან,

ბევრნი ვართ, ძალა არის ჩვენს მხარეს, ამიტომ გამოდით ყველა და დაიცავით რაღაც უფრო მეტი, ვიდრე თქვენი პირადი კომფორტია, საბოლოო ჯამში, მეორედ აღარავინ დავიბადებით ამ ქვეყანაზე,

დღეს რეალურად გარეთ ყოფნაზე გადის მორალურობის ტესტი.

ესაა რისი თქმაც მინდოა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გაითვალისწინეთ“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება მოსალოდნელ ამინდზე
  • რომელ ქუჩებზე იზღუდება მოძრაობა – ნახეთ დეტალურად
  • ავარია რუსთავში – დაშავებულია ახალგაზრდა ქალი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge