Wednesday, September 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გვიანი მოწვევის გამო, ადგილობრივ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას ვერ გავგზავნით”- ეუთო/ოდირი

September 9, 2025
ეუთო/ოდირი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეუთო/ოდირის განცხადებით 4 ოქტომბერს საქართველოში ჩანიშნულ ადგილობრივ არჩევნებზე ეფექტიანი დაკვირვება შეუძლებელია და შესაბამისად, სადამკვირვებლო მისია არ გამოიგზავნება.

ამის მიზეზად ეუთო/ოდირი “ქართული ოცნების” მხრიდან დაგვიანებულ მოწვევას ასახელებს.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ეუთო/ოდირმა “ოცნებასთან” არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის აუცილებლობას.

“გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო დაკვირვება მოითხოვს საფუძვლიან მომზადებას და არჩევნების პროცესის ძირითად ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად“, – განაცხადა ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია თელალიანმა.

„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ ასეთ გვიან ეტაპზე მოწვევის გადაწყვეტილება ხელს უშლის ეფექტიან დაკვირვებას და ეუთო/ოდირი ვერ შეძლებს სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად“.

საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტისას, ეუთო/ოდირი მუდმივად უსვამდა ხაზს დროული მოწვევის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო სანდო და ყოვლისმომცველი საარჩევნო დაკვირვება. წარსულში, ეუთო/ოდირმა მიიღო დროული მოწვევები საქართველოსგან, რათა დაეკვირვებინა ადგილობრივი არჩევნებისთვის 2006, 2010, 2014, 2017 და 2021 წლებში, რაც იძლეოდა ეფექტური მომზადების საშუალებას ეუთო/ოდირის მეთოდოლოგიის შესაბამისად.

როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფო, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირი არ აკეთებს კომენტარს იმ არჩევნებზე, რომლებსაც ის არ აკვირდება, ოფისი გააგრძელებს საქართველოში მოვლენების მონიტორინგს მისი მანდატით გათვალისწინებულ ყველა სფეროში, მათ შორის დემოკრატიული მმართველობის, ფუნდამენტური თავისუფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით“, – წერია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძემ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ “ოცნების” ხელისუფლება ეუთო/ოდირის მისიას ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვევს.

კობახიძემ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის გამო ეუთო/ოდირი ქართული ოპოზიციისა და ასევე ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მხრიდან ზეწოლის ქვეშ მოექცა და დაამატა, რომ წელს ეს ზეწოლა უფრო გაიზრდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გაითვალისწინეთ“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება მოსალოდნელ ამინდზე
  • რომელ ქუჩებზე იზღუდება მოძრაობა – ნახეთ დეტალურად
  • ავარია რუსთავში – დაშავებულია ახალგაზრდა ქალი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge