ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 სექტემბერს 01:00-დან 02:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში – აღმაშენებლის, კვირაცხოველის, გაბრიელ ათონელის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ღულელები, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წოდორეთი, ლისი, ცივწყარო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.