ავიაკომპანია Ryanair, მიმდინარე წლის 3 ნოემბრიდან, ქაღალდის ჩასხდომის ბარათებს აუქმებს და სრულად ციფრულ ჩასხდომის ბარათებზე გადავა.
ეს ნიშნავს, რომ მგზავრები ქაღალდის ბარათებს ვეღარ გამოიყენებენ და მათ მხოლოდ მობილურ აპლიკაციაში არსებული ციფრული ჩასხდომის ბარათით შეეძლებათ თვითმფრინავში ასვლა.
როგორც Ryanair-ში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება ავიაკომპანიას საშუალებას
მისცემს, ყოველწლიურად 300 ტონაზე მეტი ქაღალდი დაზოგოს, რაც დადებითად აისახება გარემოზე. გარდა ამისა, ციფრული ჩასხდომის ბარათები აეროპორტში რეგისტრაციის პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.
ამჟამად ციფრული ბარათებით Ryanair-ის მგზავრების, დაახლოებით, 80% სარგებლობს, თუმცა ახალი წესი მალე ყველა მგზავრზე გავრცელდება.
გამონაკლისი იქნება ზოგიერთი ქვეყნის აეროპორტი. მაგალითად, თურქეთსა და მაროკოში ციფრული ბარათები ჯერჯერობით არ მიიღება, ამიტომ ამ მიმართულებით მგზავრობისას ქაღალდის ვერსიის წარდგენა დაგჭირდებათ.თუ მოგზაურობისას თქვენი ტელეფონი დაზიანდა, დაიკარგა ან დაჯდა, დახმარებისთვის აეროპორტის თანამშრომლებს უნდა მიმართოთ“.