ადიგენში, სოფელ არალთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
“სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი საფეხბურთო გუნდ “ზარზმის აკადემიის“ წევრი იყო. ფეხბურთის გუნდის ბავშვები ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.
“10-მდე ბავშვი შემოიყვანეს. ერთს, 15 წლისას სასიცოცხლო მაჩვენებლები არ ჰქონდა. დანარჩენ ბავშვებს არცერთს არაფერი არ სჭირს“, – განუცხადა “სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის, რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა, ვახტანგ შალამბერიძემ.
მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო.