Thursday, August 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

August 7, 2025
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 331.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.0 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია.

ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე – ივლისის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიცб ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში – 101.7 მლნ-ის, აპრილში – 266.4 მლნ-ის, მაისში – 245.4 მლნ-ის, ხოლო ივნისში – 266 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ივნისში წმინდა შესყიდვებმა 879.5 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ივლისის სტატისტიკა კი 25 აგვისტოს გამოქვეყნდება.

2025 წლის ივლისის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 15.1%-ს  (757 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება მისი შეძენის მომენტიდან 257 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 8 სექტემბერს გამოაქვეყნებს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საკმაოდ სერიოზული სკანდალია”- რაზე საუბრობს ირაკლი კობახიძე
  • “იზრდება ინფარქტის, ინსულტის და სხვა მრავალი დაავადების რისკი”- ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია
  • ცინცაძის ქუჩაზე კორპუსის ბათქაში ჩამოიშალა – იხილეთ კადრები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge