“ტვ პირველის” ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები, მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე ციხეს საპროცესო შეთანხმებით ნოემბრის დასაწყისში დატოვებენ.
ერთი წელი და ერთი თვე რეალური სასჯელი, სამი წელი კი პირობითი მსჯავრი – “ტვ პირველის” ინფორმაციით, ეს არის ის პირობა, რაზეც პროკურატურა 4 ოქტომბრის შეკრების ორგანიოზატორებს დასთანხმდა.
სხდომა, სადაც საპროცესო გარიგების პირობებზე უნდა შეთანხმდნენ, სააპელაციო სასამართლოში დღეს, 17:00 საათზეა დაანონსებული.
ლაშა ბერიძის ადვოკატის თქმით, სააპელაციო შეთანხმება ბრალდებულს ვინმეზე ხელსიდ ადებით ან რაიმე წინაპირობით არ მოუპოვებია.
სააპელაციო სასამართლოში ლაშა ბერიძის მიმართ და ასევე რამდენიმე მსჯავრდებულის მიმართ გამოეყოფა საქმე და გადაეცემა სხვა მოსამართლეს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების მოტივით. რაც შეეხება კონკეტულ პირობებს, ჯერ-ჯერობით ისევ მიმდინარეობს ბრალდების მხარესთან ზეპირისიტყვიერად მოლაპარაკებებიდ და ოქმები საპროცესო შეთანხმების თაობაზე ჯერ ხელმოწერილი არ არის. ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ძალიან მალე უნდა დატოვოს ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება.
“არანაირი წინაპირობა, არანაირი ხელისდადება სხვა ე.წ. მონაწილეზე, ორგანიზატორზე თუ რიგით წევრზე, მსგავსი არც თეორიულად არც პრაქტიკულად არ ყოფილა, არცერთი სიტყვა არ თქმულა, რომ რაიმეს სანაცვლოდ კეთდება აღნიშნული საპროცესო შეთანხმება. ერთადერთი, სამართლებრივად, საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველია ბრალად წარდგენილი ქმედებსი აღიარება. ყველა საპროცესო შეთანხმება, რაც კი გაორმებულა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ითვალისწინებს პირობით მსჯავრსაც”, – აცხადებს ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე.
საპროცესო შეთანხმების თაობაზე ასევე მიმართული აქვთ აქციის კიდევ ორ მონაწილეს – ირაკლი ჩხვირკვიად და გური ჟვანიად. “ტვ პირველის” ინფორმაციით, მთავარი საგამოძიებო უწყება მათაც დასთანხმდა საპროცესოზე.
არ არის გამორიცხული, რომ აქციის სხვა მონაწილეებსაც სურდეთ საპროცესო შეთანხმება და ამის შესახებ დღეს სააპელაციო სასამართლოში გააჟღერონ.
