ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე ავარი მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, – ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცლებს.
“ინფო იმერეთის“ ცნობით, 2 მსუბუქი მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, შედეგად მსუბუქი ავტომობილების მძღოლები დაიღუპნენ.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.