სუს-ში აცხადებენ, რომ „ბათუმი მოლში“ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები დასრულდა.
დღეს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე „ბათუმი მოლში“ მოქალაქეთა ევაკუაცია გამოცხადდა.
როგორც სუს-ში აცხადებდნენ, საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ, „ბათუმი მოლში“ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები მიდინარეობდა.