კახა კალაძემ უკანონო მიგრაციის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვისას განაცხადა:
“მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილება, ძალიან დიდი დისკომფორტია საზოგადოებაში თუნდაც მაგალითად კურიერებად მომუშავე ადამიანების მიმართ, არაერთი უკმაყოფილო ადამიანის განცხადება მოვისმინეთ, გარდა ამისა არის ძალიან დიდი კონკურენცია თუნდაც ტაქსების მიმართულებით. ჩვენ იმ ადამიანებს, ვისაც რაიმე წარმატების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, მაგრამ არის მთელი რიგი პრობლემური საკითხები, რასაც სჭირდება მოგვარება” – თქვა კახა კალაძემ.