ირანმა შეერთებულ შტატებთან ერთი თვის წინ მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შეაჩერა, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა.
„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. სამწუხაროდ, სინამდვილეში, სწორედ ამერიკელებმა განახორციელეს ეს აგრესიული ქმედებები, საკუთარი ვალდებულებების დარღვევით. შედეგად, შევაჩერეთ ყველა ჩვენი ვალდებულება და ფაქტობრივად, აღარ ვასრულებთ მათ“, – განაცხადა ღარიბაბადიმ.
მისი თქმით, ირანი მტკიცედ დაიცავს თავს.
„ის, რის წინაშეც ახლა ვდგავართ, ჩვენი ქვეყნის დაცვაა. ჩვენ ამას მტკიცედ და გადამწყვეტად გავაკეთებთ და ვფიქრობ, ამერიკელებმა კიდევ ერთხელ მიიღეს პასუხი – მათი ეს აგრესიული ქმედებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს”, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
