მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს.
აღნიშნული ინფორმაცია „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.