Wednesday, April 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

April 1, 2026
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა სესია დღეს საქართველოს პარლამენტში. ჩხუბი “გახარია საქართველოსა” და და “ოცნებას” შორის ქვეყანაში მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საკითხზე დაიწყო.

დეპუტატები, რომელთა ყოველთვიური ანაზღურება ათი ათას ლარს სცდება, მხარს არ უჭერენ გახარიას გუნდის კანონპროექტს, რომ ქვეყანაში მინიმალურ ხელფასად ათასი ლარი განისაზღვროს.

დღეს გიორგი შარაშიძეს, რომელიც პარლამენტის ტრიბუნასთან იდგა, სიტყვა რამდენიჯერმე შეაწყვეტინა ირაკლი ზარქუამ. სწორედ მათ შორის ჰქონდა ადგილი სიტყვიერ დაპირისპირებას.

გიორგი შარაშიძე: რისთვის გვჭირდება ასეთი ეკონომიკური ზრდა? იმისთვის, რომ ისევ ერთი და იგივე ოჯახები გამდიდრდნენ და გაზარდონ ბიზნესები. მე მინდა შეგახსენოთ, თქვენივე პარტიის გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის ფრაზა, სრულ რამდენიმე თვის წინ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, სიტყვა-სიტყვით ვციტირებ – “რა გიკვირთ, როდესაც მსხვილი ბიზნესის უმრავლესობა 99% არის “ქართული ოცნების” შემომწირველი”. გასაკვირი ის არის, რომ გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, როდესაც ასე თავგამოდებით იცავთ ბიზნესებს და მათ მილიონიან მოგებებს და არ გინდათ რომ ადამიანებს ელემენტალური, ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ, მათ მოგებებს იცავთ, იმიტომ, რომ ისინი მერე თქვენ გაფინასებენ.

ირაკლი ზარქუა: რეჟიმი იყო აქ (წინა ხელისუფლება) რა დღეში იყო ბიზნესი?.. ეგ დემაგოგია არ გინდა…

გიორგი შარაშიძე: მასე შენ ყოფილებს ესაუბრე…

პარლამენტმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში 1 050 ლარის ოდენობით მინიმალური სახელფასო ზღვრის დაწესებას ითვალისწინებდა, „ჩააგდო“.

ოპოზიციურმა ფრაქციამ ამ მიმართულებით ორ კანონში: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების“ შესახებ კანონსა და „შრომის კოდექსში“ ცვლილებები წარადგინა. აღსანიშნავია, რომ პირველ კანონპროექტს – 23-მა დეპუტატმა (15 – წინააღმდეგი), ხოლო „შრომის კოდექსში“ ცვლილებებს პარლამენტის 15-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის ეროვნული სააგენტო მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge