საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სლალომე ზურაბიშვილმა დღეს დილით გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მის სახლთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ წერდა.
აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპატრამენტის ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე. (სსკ-ის 236-ე და 118-ე მუხლებით.)
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს გუდიაშვილის ბაღის მიმდებარე ტერიოტორიაზე უცნობ პირებს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ორი პირი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
საქმეზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, რომლის დაკავების მიზნით, საქმეზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, – აღნიშნულია ინფრომაციაში.