საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია …
ამ ღამეს მომხდარი ამბები უშუალოდ ჩემ ფანჯრენისწინ სხვანაერად დამაფიქრებელია: დილის 4.20 წუთზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემ სახლის წინ აურზაური, დაახლოებით 40 კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტიკრივი, წივილკივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება( 8 ტყვია – ერთი ჩემს ეზოში) , ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია. ეს ქალაქის ცენტრია, სადაც კაფე ბარები გვიანამდე მუშაობს, სადაც ახალგაზრდები ღამით სეირნობენ, უცხოელების დიდი რაოდენობა ირევა, სადაც ღამის თვითმფრინავებით ჩამოსული ტურისტები სასტუმროებში ბინავდებიან… ამ დროს ასეთი ამბავი, ხმაური, სროლა და მთელ ამ მობლენების დროს არცერთი პოლიციელი !!! … დილის 9 საათამდე… როცა გამოცხადდა პატრული ისიც საავადმყოფოს შეტყობინების საფუძველზე, სადაც დაჭრილი ადამიანები თვითონ გამოცხადდნენ!
მშვიდობით სავსე ქალაქი🙈
უსაფრთხო ქვეყანა!
პს. სურათზე შემოხაზულია ნასროლი ტყვიების ადგილი“, – წერს ის.