აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი სამხედრო დარტყმები დაიწყეს.
მათი თქმით, ოპერაციის მიზანია იმ სამხედრო შესაძლებლობების შესუსტება, რასაც ირანი ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმებისთვის იყენებს.
ამავდროულად, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ბანდარ-აბასში, სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.
მანამდე, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ აშშ-ის „მტრული ქმედებების“ გაგრძელების შემთხვევაში რეგიონიდან არც ერთი წვეთი ნავთობი და გაზი არ გავა.
მათივე თქმით, აშშ-ის მოქმედებები მხოლოდ ჰორმუზის სრუტის გახსნის კიდევ უფრო გადადებას გამოიწვევს. „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ქუვეითსა და ბაჰრეინში მდებარე იმ ობიექტებზე თავდასხმები, რომლებსაც ირანი ამერიკულ სამხედრო ინფრასტრუქტურად მიიჩნევს, თეთრი სახლის ბრძანებით ირანზე განხორციელებული იერიშების საპასუხო ნაბიჯი იყო.
