Saturday, May 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა უნდა გავაკეთოთ აღდგომას გარდაცვლილი ახლობლებისთვის და როდის სჯობს საფლავზე გასვლა

April 20, 2025
რა უნდა გავაკეთოთ აღდგომას გარდაცვლილი ახლობლებისთვის და როდის სჯობს საფლავზე გასვლა

აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია. არ არსებობს ოჯახი, რომელიც ამ დღისთვის საგანგებოდ არ ემზადება. როგორ უნდა აღნიშნოს ქრისტიანმა ოჯახმა ეს დღე, როგორ მიულოცოს მიცვალებულებს, როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვები და როდის ჯობს საფლავზე გასვლა – გვესაუბრება მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

– თუ აღდგომის დღესასწაულს ეკლესიაში ვერ შევხვდით, როგორ უნდა აღვნიშნოთ შინ ეს დღე და როდის წავიდეთ ეკლესიაში?

– წესით, მიზეზი არ უნდა ჰქონდეს ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ასაკოვნებს. იქნებ

ბოლო პასექი იყოს ჩვენთვის და ამ ხსნას როგორ უნდა დავაკლდეთ? სანთელი დავანთოთ და აღდგომის ტროპარი ვიმეოროთ ჩაძინებამდე.

– ბავშვებს რა როლი და მოვალეობა ეკისრებათ აღდგომის დღესასწაულზე?

– ქრისტეს შეხვდნენ და წმინდა სისხლსა და ხორცს ვაზიაროთ.

-კვერცხის შეღებვა წითელი პარასკევის გარდა კიდევ როდის არის საჭირო?

– კვირაცხოვლობასაც არსებობს ეს ტრადიცია, ანუ თომას კვირას.

– აღდგომამდე პასკის ან შეღებილი კვერცხის ჭამა შეიძლება?

– მარხვას ხომ არ დაარღვევთ აღდგომამდე? მაშინ საერთოდ კვერცხის შეღებვის ისტორიულობასაც ეკარგება ფასი.

– საფლავებზე ხალხს არა მარტო წითელი კვერცხი და პასკა, პურმარილიც მიაქვს… რამდენად სწორია ეს და როგორ უნდა ხდებოდეს სინამდვილეში?

– საფლავზე ღრეობა დაუშვებელია, ჩვენ თუ ვერ ვლოცულობთ ღირსეულად და დღესასწაულს ჯეროვნად ვერ ვეგებებით, მიცვალებულებს მაინც ვაცალოთ, ნუ შევაწუხებთ ჩვენი ქმედებით. მივულოცოთ აღდგომა ჩვენს წინაპრებს და რწმენით ვუთხრათ: გიხაროდენ, ქრისტე აღდგა! გავიტანოთ კვერცხი და ღვინო. არ არის აუცილებელი, ნაკურთხი იყოს.

– ხალხი აღდგომასაც გადის საფლავზე. სინამდვილეში როდის არის მიღებული საფლავზე გასვლა?

– მორწმუნეს შეუძლია გავიდეს და ახაროს ჩვენგან მიცვალებულს, იმ ქვეყნად მოზეიმეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გლოვა. თუ ტირილს ვერ შეიკავებს და წარმართივით მოიქცევა, უმჯობესია არ გავიდეს. ყველაზე კარგია საფლავზე გასვლა თომას კვირის სამშაბათს, მიცვალებულთა დღეს (აღდგომიდან მეცხრე დღე).

– სად შეიძლება იერუსალიმიდან ჩამოტანილი მადლმოსილი ცეცხლის აღება და როგორ შევინარჩუნოთ ის სახლში?

– რომელ ტაძარშიც იქნება, მივალთ და ვთხოვთ. გვქონდეს კანდელი ზეთით აღსავსე და ცეცხლი მაგით შევინარჩუნოთ სახლში.

– რატომ ვღებავთ კვერცხებს წითლად?

– კვერცხი ახალ სიცოცხლეს ნიშნავს, ხოლო სისხლად შეღებვა უფლის მიერ ამ სიცოცხლის განწმენდას. მეორე მხარე კი რაციონალურია. ადამიანის ორგანიზმისთვი არ შეიძლება მძიმე საკვების ანუ ხორცის მიღება ღამისთევის შემდეგ, ამან შეიძლება ორგანიზმის ავადმყოფობა გამოიწვიოს, როგორც ექიმები წერენ. ეკლესიამ ნუგეშისთვის ყველისა და კვერცხის კურთხევა დააწესა, რათა ამით გავიხსნილოთ. ხოლო დღის სუფრა ნებისმიერი საკვებით.

წყარო: mshoblebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სიახლე მათთვის, ვინც სესხის აღებას ან გაზრდას აპირებს – გადაწყვეტილება დღეიდან ამოქმედდა
  • წალენჯიხის მერია სამძიმრის წერილს აქვეყნებს
  • “ოჯახის თხოვნაა ბაიკერებით მოხვიდეთ გასაცილებლად” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge