8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე სასამრთლოს ჩვენება ბიძინა გიორგობიანმა მისცა – “ნეიტრალური საქართველოს” წევრმა თავდაპირველად, მედიასთან მისი ჩვენების დეტალების შესახებ განმარტების გაკეთება არ ისურვა.
მოგვიანებით, “ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვების საპასუხოდ თქვა, რომ “ნეიტრალურმა საქართველომ” პროკურატურას მხოლოდ თავიანთი “მოსაზრებები” წარეუდგინა.
სავარაუდოდ, წამოცდენის შემდეგ, ბიძინა გიორგობიანმა სიტყვა – “მოსაზრებები” შეცვალა სიტყვით -“ფაქტები”, თუმცა “პირველბის” კითხვაზე, თუ რა ფაქტები იქნა მათი მხრიდან ოპოზიციონერების წინააღმდეგ წარდგენილი საგამოძიებო უწყებაში, გიორგობიანმა ვერც ერთი ასეთი ფაქტი ვერ დაასახელა.
“მტკიცებულებების მეტი რა არის – ბევრია. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მიგვემართა პროკურატურისთვის. პაგანინს მოგასმენინებთ… ერთად ვაკეთებდით ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს, არავის უთქვამს.
ვარაუდები არ არის, ეს არის ფაქტები. ეს ძალადობრივი ფაქტები, რომლებიც ვიხილეთ თბილისში და მთელმა საქართველომ იხილა.
ჩემი მოსაზრებები მე წარვადგინე პროკურატურაში და დაიწყი გამოძიება. ჩვენ წარვადგინეთ ფაქტები – ბევრი ფაქტი დევს, მაგრამ მე არ დაგისახელებთ”, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მხოლოდ ბადრი ჯაფარიძე და ზურა ჯაფარიძე ესწრებიან.
