Tuesday, July 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნაგვის ბუდედ იქცა” – კალაძე განმარტავს, რატომ გაიცა „რიყის დოქების“ დემონტაჟის ნებართვა

July 14, 2026
“ნაგვის ბუდედ იქცა” – კალაძე განმარტავს, რატომ გაიცა „რიყის დოქების“ დემონტაჟის ნებართვა

“ნაგვის ბუდე და ფუნქციურად გაუმართლებელი ობიექტი” – ასე განმარტავს კახა კალაძე იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მთავრობამ რიყის დოქების დემონტაჟისთვის განკარგულება გამოსცა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა “პირველების” კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

კალაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მერიაში ჯერ არანაირი პროექტი ან წინადადება არ შესულა.

“იცით, რომ ეს არის კერძო საკუთრება. შენობა, რომელიც იყო აბსოლუტურად უფუნქციო, ნაგვის ბუდე, შეიძლება ასე ვთქვათ, უმძიმეს მდგომარეობაში. ფუნქციურად გაუმართლებელი და შესაბამისად, კერძო მესაკუთრემ მიიღო გადაწყვეტილება დემონტაჟთან დაკავშირებით. ჯერ არ ყოფილა არანაირი წინადადება, არანაირი პროექტი. როგორც კი იქნება შემოტანილი ამასთან დაკავშირებით საზოგადოება გაიგებს” – ამბობს კალაძე.

კითხვაზე, რატომ ვერ მოუძებნა რიყის დოქებს “ოცნებამ” ფუნქცია, კალაძე არ პასუხობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს “გაუაზრებელი” პროექტი წინა ხელისუფლების დროს განხორციელდა.

“რომელ წელს იყო აღნიშნული შენობა აშენებული? 2011-12 წლებში. დაიხარჯა 75 მლნ-ი. ვისი ფული დაიხარჯა? ბიუჯეტის. მე გეკითხებით თქვენ, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ 2011 წელს განხორციელებული პროექტი, სადაც უამრავი გაჭირვებუილლ, უამრავი პრობლემა არსებობდა ქვეყანაში. მაშინ ეკონომიკური და სოციალური ფონი უფრო მძიმე იყო, ვიდრე დღეს. რატომ მიზანშეწონილად მიგაჩნიათ 95 მლნ-ის დახარჯვა მაშინ ამ გაუაზრებელი პროექტისთვის?

აღნიშნულ შენობას რაც შეეხება, გემოვნების საკითხია. შენობა, რომელიც არანაირად არ ჯდებოდა არსებულ გარემოში, შესაბამისად, კერზო მესაკუთრემ, ვინც შეიძინა, მიიღო გადაწყვეტილება” – ამბობს კალაძე.

2025 წელს „რიყის დოქების“ ტერიტორია კომპანია „მაქრო ფროფერთის“ მფლობელობაში გადავიდა, რომელიც თურქი ბიზნესმენის, ემინ უჩარის „მაქრო ჰოლდინგის“ ჯგუფში შედის. იმავე წლის 6 მაისს მთავრობის განკარგულებით ტერიტორიაზე სასტუმროს პროექტის განხორციელება და ობიექტის დემონტაჟი გახდა შესაძლებელი.

„რიყის დოქები“, რომელიც იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა დააპროექტა და თავდაპირველად საკონცერტო დარბაზისა და საგამოფენო ცენტრისთვის შენდებოდა, 14 591 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და სახელმწიფო ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
  • სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ
  • თბილისში 37 წლის ქალს ეძებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge