ყოველ დილას ავდივარ კუს ტბაზე სავარჯიშოდ. იქ ღამის ბარია, იქიდან დილით გამოსული ახალგაზრდა „პლანაქეშები“ რომ ნახოთ, შეიძლება, გული გაგისკდეთ. აი, ამისთვის იღვწის ორივე „გირჩი“. მაგათ საქართველოს სიკვდილი უნდა ერქვათ – ამის შესახებ მსახიობმა გივი სიხარულიძემ “თბილისელებთან” ინტერვიუში თქვა.
“ეგ ჩემთვის სასაცილოა, არაფრად მიმაჩნია. მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ახლა ხომ ორი „გირჩია“?! ერთი ხანობა ერთი ცდილობდა ჩვენი ახალგაზრდების სულიერების განადგურებას, ქართული გენეტიკის მოსპობას, ჩვენი ახალგაზრდების „პლანაქეშებად“ გადაქცევას და კიდეც მიაღწიეს ამას. ახლა უკვე ორ ფრონტზე იბრძვიან საქართველოს მოსასპობად. მე ყოველ დილას ავდივარ კუს ტბაზე სავარჯიშოდ. იქ ღამის ბარია, იქიდან დილით გამოსული ახალგაზრდა „პლანაქეშები“ რომ ნახოთ, შეიძლება, გული გაგისკდეთ. აი, ამისთვის იღვწის ორივე „გირჩი“. მაგათ საქართველოს სიკვდილი უნდა ერქვათ. „გირჩი“ სიცოცხლის მომნიჭებელი წამალია, ეგენი კი საწამლავები არიან, უნდათ, ყველანაირი უბედურება დამართონ საქართველოს. როგორ მოხდა, რომ ვინც „გირჩში“ გაერთიანდება, ისინი ჯარში არ მიჰყავთ?! ეს რომ ჩვენი სახელმწიფოს მესვეურებისგან არ იყოს დაშვებული, ვინ მისცემდა „გირჩს“ ამის უფლებას?!” – ამბობს გივი სიხარულიძე “თბილისელებთან” ინტერვიუში.
ცნობისთვის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ საარჩევნო პოსტერზე, რომელიც პორნო საიტზე განათავსეს გივი სიხარულიძეცაა გამოსახული.
ინტერვიუს ავტორი: ქეთი მოდებაძე
tbiliselebi.ge