Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პრესის ფურცლებიდან

იქ, სადაც გენდერული თანასწორობაა – ერთხელ რომ „მისცემს“ ცოლი სხვას, მერე რვაჯერ ქმარმა უნდა „მისცეს“ ვიღაცას – გივი სიხარულიძე

September 29, 2021
იქ, სადაც გენდერული თანასწორობაა – ერთხელ რომ „მისცემს“ ცოლი სხვას, მერე რვაჯერ ქმარმა უნდა „მისცეს“ ვიღაცას – გივი სიხარულიძე

ქალი, რომელიც თავის თავს ეუბნება, ჩემი ქმარი არის ჩემთვის ყველაფერი და მე მონა ვარ მისი სიყვარულის, ასეთი ქალი, სწორედ რომ, მონად იხდის თავის ქმარს. ზუსტად იგივე ხდება მამაკაცის მხრიდანაც. მაგრამ იქ, სადაც გენდერული თანასწორობაა – ერთხელ რომ „მისცემს“ ცოლი სხვას, მერე რვაჯერ ქმარმა უნდა „მისცეს“ ვიღაცას, იქ არასდროს იქნება ოჯახი. რა მოხდა მერე, ქმარი ვიღაცასთან რომ იყო, ისიც არაფერია, ცოლიც თუ წავიდა და მერე მოუყვა თავის ქმარს ამის შესახებ – ეს ხდება დღეს – ამის შესახებ მსახიობმა გივი სიხარულიძემ “თბილისელებთან” ინტერვიუში თქვა.

“მე მყავდნენ მეგობრები… მათ ოჯახებში რომ მივდიოდი, ისეთი მოკრძალება მქონდა მათი მშობლების, ბებია-ბაბუების მიმართ, რომ ვერ წარმოიდგენთ. ვგრძნობდი, როგორი ქართული სული და პატიოსნება ტრიალებდა მათთან. ილია ჭავჭავაძეს რომ მოეწონებოდა ისეთ ოჯახებში ვარ ნამყოფი. ასეთ ოჯახებში აღზრდილი გოგონები სიყვარულითა და კდემამოსილებით იყვნენ სავსე. ახლანდელი გოგონები „ავადმყოფი“ ხალხის ოჯახებში არიან გაზრდილები, რომლებმაც არაფერი ასწავლეს შვილებს, მხოლოდ გამარჯვების მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელებად გაზარდეს. არის გამარჯვება, რომელიც დამარცხების სუნად ყარს და არის დამარცხება, რომელიც გამარჯვების შარავანდედით არის შემოსილი.

ერთ რამეს გეტყვით: მე არ მიცხოვრია პატიოსანი ცხოვრებით ქალებთან დამოკიდებულებაში. ქალებში მოსიარულე ვიყავი და ყოველთვის ვფიქრობდი, მაგარი ბიჭი ვარ, იმის გამო, რომ ქალები ჩემზე ჭკუას კარგავენ-მეთქი. ისეთი შეცდომებით მიცხოვრია, რომ ჩემს თავს ვერ ვპატიობ. ისეთი თავის მოტყუებაა ეს ქალებში სიარული ან ქალების კაცებში სიარული, ქმრების ღალატი, ცოლების ღალატი, ისეთი აბსურდი და საშინელებაა, ალბათ, ღმერთისთვის ისეთი საშინელი სანახავია, რომ ყველა ასეთი ადამიანი მასხარას დონეზე ვართ დაყვანილი. დილის ექვს საათზე რომ მოვა ცოლი სახლში და გეტყვის, რვაჯერ დავლიე შენი სადღეგრძელოო, გალეშილი მთვრალია და შენ ეუბნები, ჩუმად ბავშვებს სძინავთო ან, პირიქით, კაცი მოიქცევა ანალოგიურად, ღამე ქალებში გრიალებ და შენი საწყალი ცოლი შვილებზე ზრუნავს, საძაგლობაა ეს ყველაფერი. მე მივსტირი და შევტრფი ჩვენი მამა-პაპათა ცხოვრების წესს. მათ მოკრძალებას ოჯახების მიმართ, ქალისა და კაცის მიმართ. დღეს ხომ უნდათ გენდერული თანასწორობა. მე გეტყვით, ქალი, რომელიც თავის თავს ეუბნება, ჩემი ქმარი არის ჩემთვის ყველაფერი და მე მონა ვარ მისი სიყვარულის, ასეთი ქალი, სწორედ რომ, მონად იხდის თავის ქმარს. ზუსტად იგივე ხდება მამაკაცის მხრიდანაც. მაგრამ იქ, სადაც გენდერული თანასწორობაა – ერთხელ რომ „მისცემს“ ცოლი სხვას, მერე რვაჯერ ქმარმა უნდა „მისცეს“ ვიღაცას, იქ არასდროს იქნება ოჯახი. რა მოხდა მერე, ქმარი ვიღაცასთან რომ იყო, ისიც არაფერია, ცოლიც თუ წავიდა და მერე მოუყვა თავის ქმარს ამის შესახებ – ეს ხდება დღეს. მაგრამ როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენი ქვეყნის გათახსირებას, მაინც იარსებებს ისეთი კდემამოსილებითა და სისპეტაკით სავსე ახალგაზრდა გოგონები, როგორიც წმიდა ნინო იყო და ისეთი ვაჟკაცი ბიჭები, როგორიც მერაბ კოსტავა გახლდათ. არა ვაკესა და ვერაში დაბადებული „სვეწკები“, არამედ გაჭირვებულ ოჯახებში გაზრდილი ახალგაზრდები, პერიფერიებში. ზუსტად ისინი მოახდენენ დიდ ცვლილებებს და არა ესენი, გადაგდებით რომ ემუქრებიან ხელისუფლებას. ისეთმა ძროხამ ჩამწიხლოს, რომელიც ჩემზე მეტს იწველისო. აბა, მითხარით, ახლა რომელი რომელს სჯობს და მე ორივე ხელს ავწევ,” – ამბობს გივი სიხარულიძე “თბილისელებთან” ინტერვიუში.

ინტერვიუს ავტორი:ავტორი: ქეთი მოდებაძე 

tbiliselebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოიმკა ის, რასაც თესავდა ამდენი ხანი …“ – ვისზე საუბრობს იაგო ხვიჩია
  • თბილისში ავარიის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა – დეტალები
  • ეუთო/ოდირი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge