ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.
„როგორც აღმოვაჩინე, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მარგალიტი, “ყრუ გამორეცხვა” ანუ “დიუბაჟი”, ჯერ კიდევ გამოიყენება ზოგიერთების მიერ. შეგახსენებთ, ეს არის ვითომ ნაღვლის ბუშტის მკურნალობის მეთოდი, რომელიც მოიცავს მინერალური წყლის დალევის შემდეგ თბილ “გრელკაზე” ნახევარი საათით მარჯვენა გვერდზე წოლას.
გარდა იმისა, რომ ეს მეთოდი არაფერს არ კურნავს, ნაღვლის ბუშტის კენჭების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული რისკი შეუქმნას ჯანმრთელობას. ასევე შეიძლება პრობლემური იყოს ქრონიკული ჰეპატიტის მქონე პაციენტისთვის (განსაკუთრებით ციროზის შემთხვევაში).
მოკლედ, ასეთ გადმონაშთებს ისევ რატომ ეტანებიან ადამიანები, ძნელი ასახსნელია. ასე თუ ისე წინ მიდის მედიცინა და არ ჯობია, რამდენადაც შეგვიძლია, ფეხი ავუწყოთ? დიუბაჟების გარეშეც უამრავი პრობლემა გვაქვს”,- წერს ბუწაშვილი.
