“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და თბილისის მერობის კანდიდატის მიხეილ ქუმსიშვილის დაპირისპირებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე “ლეიობორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება:
“თქვენთან ერთად მეც შემზარა წუხელ მთავარ არხზე გათამაშებულმა სცენამ – რაც შეიძლებოდა დამაჯერებელი გაეხადათ სამარცხვინო იპსოსის ე. წ რეიტინგული კვლევები ლეიბორისტულ პარტიასთან მიმართებაში და ვფიქრობ მიიღეს საპირისპირო შედეგი. მიშა ქუმსიშვილმა თავისი სიმშვიდითა და მაღალი ინტელექტით ასევე სრულად მოიგო ორთაბრძოლა – კალაძე ორი.
მთლიანობაში კი 25 წელზე მეტია მიხეილ სააკაშვილი ჯერ ჟვანიასთან,მერე ივანიშვილთან და ახლა ნიკა გვარამიასთან ტანდემში ასე იწყებს ჩვენთვის არჩევნების გაყალბებას—- ჯერ სამარცხვინო რეიტინგები,მერე არჩევნების დღეს იგივე ეგზიტ-პოლები და ბოლოს გაყალბებული საარჩევნო ოქმები .ანუ ძაღლის კუდი არ განემართების კიდევ ერთხელ დადასტურდა.
ნიკა გვარამიასთან ყოველთვის ვცდილობ მხოლოდ კარგი გავიხსენო და ასეთი კადრები გონებაში ნამდვილადაა,ვადასტურებ იმასაც, რომ იგი უდავოდ უაღრესად ნიჭიერი მედია მენეჯერია, მაგრამ შემზარა იმან რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე ისევ ის პროკურორი მე რომ 25 წლიანი პატიმრობა გამომიცხადა და თანაც “ბავშვიყლაპია” ,რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდობა არ უყვარს. მეტი რა ვთქვა…
P.S. რაც მთავარია მე მუდმივად მაწუხებს კითხვა – რა განსხვავებაა ჩემთვის და რაც მთავარია ქვეყნისთვის ივანიშვილი გაგვიყალბებს არჩევნებს,სააკაშვილი თუ ორივე გუნდი ერთად?,” – დაწერა შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში, რაზეც გვარამიამ პოსტის კომენტარში უპასუხა: – ”
“პასუხსაც არ გაგცემთ, ბატონო შალვა. უკვე ღირსების საკითხია, თქვენთან დამშვიდობება. და ბავშვიყლაპია მე კი არ ვარ, თქვენ ხართ – 25 წელი რომ სამ ტანცუიუ სამ პაიუს აკეთებთ პარტიისგან, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლის წინ რეიტინგები ლიდერი იყო და დღეს, თქვენი ეგოცენტრიზმის გამო ერთი მისხალით არ გაზრდილა. დიდი ტემპით და შეუქცევადად დეგრადირებს. სრულიად ცხადია, რომ სანამ არსებობთ მაგ პარტიის ბავშვი ყლაპიაც, დიდებყლაპიაც თქვენ ხართ, და პოლიტიკაში უკვე ქარიყლაპიად იქეცით ერთი და იგივე ტექსტების გამეორებით უკანასკნელი 20 წელის განმავლობაში და სრულიად არასერიოზული აღქმის პერსონად საკუთარი თავის გამოძერწვაში (არადა შეუძლებელია თქვენი ნიჭიერების არაღიარება). მაგრამ, ეს თქვენი არჩევანია. ჩემთვის გულდასაწყვეტი არჩევანი.დღეს ედისონის კვლევები ქვეყნდება ფორმულაზე. დაველოდები შედეგებს. და თუ ეს შედეგები ჩვენსას დაემთხვევა, ან ბოდიშს მოხდას აირჩევთ, ან პოლიტიკური სახადი გახდებით.სხვაფრივ მშვიდობით მეყოლეთ. ნუ შეგეშინდებათ, თქვენს თხოვნა-მუდარა-შემოთავაზებენზე არსად არავისთან არასდროს არ ვისაუბრებ, “ – მიმართა გვარამიამ ნათელაშვილს.
აღნიშნულზე “ლეიობორისტული პარტიის” ლიდერმა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორს უპასუხა:
“რეიტინგების ლიდერი ახლაც ვართ და ამიტომ ქირაობთ ამ იპსოსებს და ამიტომ ნერვიულობთ ასე. ა,ი 20 წლის წინაც რომ რეიტინგების ლიდერი ვიყავი ამიტომ დააფინანსა ივანიშვილმა სააკაშვილი, ამიტომ მოაწყვეს ვითომ რევოლუცია შევარდნაძის ხელშეუხებლობის გარანტიებით და ამიტომ დაგვითხოვეს 20 კაციანი ფრაქცია პარლამენტიდან. ნუ მოკლედ აღარ მინდა ამ ისტორიების მოყოლა ჩემზე კარგად იცი. სააკაშვილი თუ გაერთიანდა სხვა პარტიებთან ამიტომ დაგაზეს მერე ამ ე.წ. პარტიებმა ჯერ პატარკაციშვილთან, მერე გრეჩიხასთან და შემდეგ ივანიშვილთან. მე როცა შევეცადე თანამშრომლობას ეს გამოიყენეს სავაჭროდ და შევარდნენ პარლამენტში. ვნახოთ რასაც დაკრეფთ აქედან არავის გაუყოთ.
ნიკა, ახლა ისიც არ მითხრა,რომ თქვენი გამოკითხვებით არ დაკანონდა სწორედ კალაძის და სალომე ზურაბიშვილის არჩევა,ხალხი რუსთაველზე გამოსვლის ნაცვლად კახეთის ვენახებში,რომ არბენინეთ, სიყვარული ვენახში გამიგია,მაგრამ არა მიტინგი ვენახში,” – დაწერა ნათელაშილმა სოციალურ ქსელში.
გვარამია ქუმსიშვილს: შედეგი დამიწერეთ და მესამეზე ამიყვანეთ უთხარით იმას, ვისთანაც გაგსვლიათ
https://mix.metronome.ge/21678-2/
https://mix.metronome.ge/21673-2/