Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უფალო, ყველაზე მოკლე გზა მითხარი…” – ნიკა გვარამია

September 6, 2021
“უფალო, ყველაზე მოკლე გზა მითხარი…” – ნიკა გვარამია

ათასწლეულების წინ, ონს ეგვიპტესთან ჰქონდა პირდაპირი ვაჭრობა – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის ნათქვამს, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირი პოსტით ეხმაურება: – “უფალო, ყველაზე მოკლე გზა მითხარი, როგორ მოგაგნო,” – დაწერა გვარამიამ.

კახა კუჭავა დარწმუნებულია, რომ რაჭა ვიზიტორებით ნამდვილად გამორჩეული იქნება.

„საათობით შემიძლია, ვისაუბრო ზემო რაჭაზე, ონის მუნიციპალიტეტზე, იმ სილამაზეზე, რომელიც ფეხით რამდენჯერმე მაქვს მოვლილი. თუმცა, ერთ მნიშვნელოვან ფაქტს და საკითხს აუცილებლად ვახსენებ.

ერთ-ერთი უძველესი ბრილის ცივილიზაცია სწორედ აქედან მოდის. ზოფხითურას და რიონის შესართავთან ნაპოვნია წარმოუდგენელი არტეფაქტები, რომელიც ადასტურებს, რომ ძველ წელთაღრიცხვამდე ათასწლეულების წინ, ეგვიპტესთან იყო პირდაპირი ვაჭრობა. მხოლოდ აქ და ეგვიპტეშია ნაპოვნი ისეთი შენადნობები, რომელსაც სხვაგან ანალოგი არ აქვს, რაც ადასტურებს, თუ რამდენად დიდი და ძლიერი იყო ეს კუთხე და რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მათ შორის, ვაჭრობაში ამ ულამაზეს რეგიონს.

არ შეიძლება ადამიანს ერთხელ მაინც არ ჰქონდეს ნანახი ულამაზესი გონას ხეობა, ხეობა, რომელზეც ლეგენდები დადის და რაც არ უნდა ბევრი მოისმინო, ერთხელ ნახვა ნამდვილად სჯობს – ეს წარმოუდგენელი სილამაზეა. აუცილებლად უნდა ნახო უძირო ტბა და თუ საშუალება გვაქვს, არ შეიძლება ერთხელ მაინც არ შეავლო თვალი. სოფლები და ხალხი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სითბოთი და სტუმართმოყვარეობით.

ულამაზესი ღები-სოფელი, რომელიც საუკუნეების წინ რამდენიმე სვანური კოშკითაც იყო წარმოდგენილი. დღესაც არის შემორჩენილი ქვის სახლები, რასაც სწორი დაგეგმარება და რეკონსტრუქცია სჭირდება და იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულება გახდება. დღესაც ბევრი სტუმრობს, რადგან ღებიდან გზები ზუსტად რიონის საწყისებთან და გონას ხეობაში ადის. თუმცა აუცილებელია, დასრულდეს ის გზა, რომლის მშენებლობაც დაწყებულია, დიდი სამუშაოები უკვე ჩატარებულია და მომავალ წელს, დასრულდება. აუცილებელია ასეთი სოფლების პოტენციალის სრულად გამოყენება.

ულამაზესი შოვი – კოტეჯები მდინარის პირას, სადაც სამოთხეა. ონი არის ულამაზესი და ისტორიული თავისი დანიშნულებით. ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, რომელიც გამოირჩეოდა ხელნაკეთებით და ხელოსნობით. დღესაც შემორჩენილია“, – აღნიშნა კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატის წარდგენისას.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პუტინი განცხადებას ავრცელებს
  • “არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია”- ირაკლი კობახიძე
  • მიქაუტაძე ტოტენჰემს დაუკავშირეს – რა დაიწერა ესპანურ პრესაში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge