რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
9 აპრილის მემორიალთან დემონსტრანტებმა აქციის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად, ტრაგიკულად დაღუპული ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის ხსოვნას.
საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეები გზა გადაკეტეს.
პარლამენტის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის მობილიზებაა.
თბილისში საპროტესტო აქცია უკვე 43-ე დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება.