Friday, August 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ასეთი ამბის დამალვა არ შეძლება”- აკა სინჯიკაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

December 17, 2024
“ასეთი ამბის დამალვა არ შეძლება”- აკა სინჯიკაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

სცენარისტი და საქველმომედო პროექტის ავტორი, აკა სინჯიკაშვილი სავარაუდოდ, თაღლითების შესახებ წერს, რომლებიც ადამიანების სიკეთით სარგებლობენ და ფულს სძალავენ.

“ასეთი ამბების დამალვა არ შეძლება და ყველა ძალიან ყურადღებით იყავით!

მე და დათიკო მოვდიოდით ჭიათურიდან და ავტობანზე დავინახეთ ორმოც წლამდე კაცი და ორსული ქალი. ქალს უკვე დიდი მუცელი ჰქონდა და წელში მოხრილს, ორივე ხელი ზედ ჰქონდა შემოხვეული.

გავუჩერეთ რათქმაუნდა და ჩავისვით. გოგო მოვიკითხეთ – მეთქი რამე ხო არ გაწუხებთ, ან ექიმი ხომ არ გჭირდებათ ან სად მიდიხართ, პირდაპირ იქ მიგიყვანთ..

გოგო გაფითრებული იჯდა და ისევ კაცმა ამოიღო ხმა – სვანი კაცი ვარო, მესტიელი. ქალი ექიმთან მყავდა თბილისში და ბავშვზე ცუდი ამბები გვითხრესო. აბა ისევ თბილისისკენ რატომ მიდიხართთქო ვკითხე და – საავადმყოფოში ორასი ლარით მეტი გადაგვახდევინეს, გზის ფული არ დაგვრჩა და ზუგდიდის მარშრუტკის მძღოლმა გზაში ჩამოგვსვაო. თბილისში ბიძაშვილთან დავრჩებით, საჭმელს მაინც გვაჭმევსო. რა დაგვემართა ხომ ხვდებით, სისხლი გაგვეყინა მართლა. ბანკის ბარათი არ მაქვსო და იქვე რაც რამე გვქონდა ყველაფერი ამოვიღეთ და მივეცით. ამით მეთქი მესტიაში ჩადით, ამით წამლები იყიდეთ, ამით საჭმელი იყიდეთ. კომუნალურების ნომერსაც ვართმევდით, მეთქი ჩვენ გადაგიხდით.

კაცი არ გვართმევდა თავიდან, ძალიან მრცხვენიაო, მერე გამოგვართვა ყველაფერი, დიდი მადლობა გადაგვიხადა, ნომერი ჩაიწერა და ბედნიერმა გვითხრა, ახლა მე მივხედავ ჩემს ცოლსო ❤️

▶️მოვდივართ და ვითომ კაი საქმე ვქენით და რაღაცა ეჭვი გვჭამს მაინც რა.

ჯერ ერთი, მესტიელის კილოს, დედამიწაზე ყველა არსებული კილოსგან ვარჩევ და მსგავსი არაფერი ჰქონია.

ზუგდიდის კი არა დედამიწაზე არცერთი მარშრუტკის მძღოლი, ორსულ ქალს უფულობის გამო გზაზე არ ჩამოსვამს. რომც ჩამოსვას, მგზავრები არ მისცემენ საშუალებას.

მერე რაღაცა ლარიანი კომედი  ზარი გააკეთა ტელეფონით, ხმამაღალზე ჩართო და ვიღაც ტიპმა უთხრა, ხოიცი ძმაო მართლა არ მაქვს, თორემ ვიცი რა დღეშიც გყავს ცოლი და ბავშვიო.

მაგრამ ქალი მართლა ორსულად იყო, დავაკვირდით და სახითაც, ტანითაც და ყველაფრით ორსულად იყო და მეთქი არ ვიდარდოთ და იმ მუცელში რომ ზის, იმ  ბავშვის საჩუქარი და ჯანმრთელობა იყოს ყველაფერი, რაც მივეცით. თან რანაირი საქმეა ასე ადგე და კაცს ორსული ცოლის გვერდით უთხრა – აფერისტი ხარო.

➡️რა თქმა უნდა ვერ მოვისვენე და კარგად გამოვიკითხე ეს ამბავი და იცოდეთ –

ეს ნაბოზარი აფერისტი კაცი, ზოგჯერ მარტო დგას, ზოგჯერ ორსულთან ერთად და ზოგჯერ ბავშვთან ერთად. თითქმის ერთი და იგივე ამბავს ყვება ყველასთან და რამხელა ფულს ახევს დღეში ყველას, აზრზე არ ხართ.

⚠️ვინმეს აუცილებლად შეგხვდებათ და რომელიმე თუ გაგაჩერათ, იქვე მიულეწეთ კბილები.

რამდენმა ალბათ თავისი ბოლო კაპიკები მისცა, რამდენმა თავის შვილებს მოაკლო და ამ ახვარს გაუვსო ჯიბე. ორსულების და ბავშვების  გამოყენებისთვის, სვანების შეურაცხყოფისთვის უბრალოდ იმისთვის, რომ ასეთი ძაღლისგაჩენილია, ორივე ყური ზედვე  აახიეთ და  არ გააჭაჭანოთ არც ავტობანზე და არცერთი სოფლის გზაზე” – წერს აკა სინჯიკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შიდა ქართლში კაცი მოკლეს – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • “თურმე, ჩემი შვილის დაღუპვის ამბავს ყვებოდა…“- აგვისტოს ომის გმირის ამბავი
  • “უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge