Thursday, November 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გპირდებით, როგორც კი ფეხზე დავდგები, კვლავ ეპიცენტრში ვიმუშავებ” – რა მიმართვას ავრცელებს დაშავებული ოპერატორი

December 10, 2024
“გპირდებით, როგორც კი ფეხზე დავდგები, კვლავ ეპიცენტრში ვიმუშავებ” – რა მიმართვას ავრცელებს დაშავებული ოპერატორი

გპირდებით, როგორც კი ფეხზე დავდგები, კვლავ ეპიცენტრში ვიმუშავებ, ვიქნები იქ, სადაც ისტორია იწერება და სწორედ იმ ადამიანების სახეებს გავაშუქებ, რომლებიც ჩვენზე, მედიის წარმომადგენლებზე და თქვენზე, ევროპული მომავლის მცველებზე სასტიკად ძალადობენ, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ოპერატორი, გიორგი შეწირული „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, კლინიკიდან გაწერეს, თუმცა სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის ტვინის შერყევა, თავზე სამი ჭრილობა, ასევე ხერხემლისა და სხეულის ტკივილი.

„გუშინ საღამოს გამომწერეს, აღმენიშნება ტვინის შერყევა, თავზე სამი ჭრილობა, ხერხემლისა და სხეულის ტკივილი. თუმცა, დაზიანებები უახლოეს პერიოდში აუცილებლად გამივლის და ჩემს საყვარელ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებ. ახლა კი მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ჩემს მეგობრებს, ახლობლებს და უცნობ ადამიანებს, რომლებიც ჩემ მიმართ აუარებელ ყურადღებას გამოხატავდით. სამწუხაროდ, ყველას პასუხი ვერ გაგეცით, მაგრამ თქვენი მოწერილი თითოეული “მესიჯი” წავიკითხე და გული სითბოთი ამევსო. თქვენგან იმხელა ენერგია, მუხტი და სიყვარული მივიღე, რა შემაშინებს. გპირდებით, როგორც კი ფეხზე დავდგები, კვლავ ეპიცენტრში ვიმუშავებ, ვიქნები იქ, სადაც ისტორია იწერება და სწორედ იმ ადამიანების სახეებს გავაშუქებ, რომლებიც ჩვენზე, მედიის წარმომადგენლებზე და თქვენზე, ევროპული მომავლის მცველებზე სასტიკად ძალადობენ. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ მძიმე დღეების განმავლობაში მივიღე. ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ, ერთად ყოველთვის ძლიერები ვართ.

პ.ს. ბრძოლა გრძელდება იქამდე, სანამ ქართველი ხალხის ნება არ აღსრულდება! საქართველო არ გარუსდება, რეჟიმი კი ვერ გაგვტეხს!“, – წერს გიორგი შეწირული „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ ოპერატორს, გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.ორივე მათგანს ტვინის შერყევა აღენიშნება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს. აღნიშნულის შემდეგ თბილისსა და რამდენიმე ქალაქში მედიის სოლიდარობის აქციები გაიმართა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქრთამის აღების ბრალდებით თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელი დააკავეს
  • თბილისის საკრებულოს წევრმა ქართული ოცნებიდან, ლუკა ძაძამიამ, საკრებულო დატოვა
  • საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge